იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ინფორმაცია სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული: https://sao.ge/files/2018-clis-auditis-gegma.pdf

“შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს”,-ნათქვამია აუდიტის სამსახურის 2018 წლის სამუშაო გეგმის გრაფიკში.

გარდა ამისა მითითებულია, რომ გამოვლენილია გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მართვის პრობლემები, კერძოდ: “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით”,-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ვებ გვერდზე.

გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 2016-17 წლებში ჩატარებული იმუნიზაციის პროგრამის შემოწმება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის ფარგლებში ორივე წელს ჯამში 32 მილიონი ლარია დახარჯული.

საბოლოო პასუხი, არსებობდა თუ არა დარღვევები იმუნიზაციის პროგრამაში, აუდიტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

banner
წინა სტატიაშისამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს
შემდეგი სტატიასამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული პირის ოჯახი წლების წინ შპს ,,ერთობის” – რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზრის 7.5% ფლობდა