სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს

გავრცეკებული ინფორმაციით, პირი რომელმაც მკვლელობამდე გენერალი სამსონ ქუთათელაძე უკანასკნელად ნახა დაკავებულია. დაკავებული გიორგი ჭანტურიაა, რომლის ოჯახიც წლების წინ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილის მფლობელი იყო.
გიორგი ჭანტურია რამდენიმე წლის წინ კახეთში პროკურორი იყო, ამჟამად კი რუსთავში კომისრის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მაკაროვის ტიპის იარაღის 9 ვაზნა.
„მას ბრალი წარუდგინეს 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს უკანონოდ ე.წ. ვაზნების შენახვას. აბსოლუტურად სხვა საქმეზე იქნა დაკითხული და როდესაც მისი სახლი იქნა გაჩხრეკილი, თუმცა ეს სახლი არ ეკუთვნოდა მას, ეკუთვნოდა მის მშობლებს, შესაბამისად, ამოღებული იქნა ვაზნები. დღეს ასევე გამოიკითხნენ მშობლები, მისი ოჯახის წევრები, სადაც დაადასტურეს, რომ ნამდვილად აღნიშნული ვაზნები ეკუთვნის მამამისს, კანონიერად ფლობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში იარაღს, სწორედ ამ იარაღის ვაზნებია ეს,“ – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

banner
წინა სტატიაშიროდესაც მძიმე დანაშაულში ბრალდებულის შეწყალება ხდება, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული – შს მინისტრი
შემდეგი სტატიაიმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა