იმედია, მოხდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მოქალაქეებს საცხოვრებლიდან გამოსახლებისგან დაიცავს – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – საპატრიარქოს ცნობით, საჭიროა, მოხდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მოქალაქეებს საცხოვრებლიდან გამოსახლებისგან დაიცავს.

ისინი მომხდარს ტრაგიკულ ფაქტად აფასებენ და წერენ, რომ ამ კუთხით ქვეყნის კანონმდებლობა დასარეგულირებელია.

გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს.

აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს.

იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითიბისიმ მასწავლებლების კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები დააჯილდოვა
შემდეგი სტატიასამწუხაროა, რომ მეგობარი ქვეყნების ლიდერებს ვერ ვხვდები – “ოცნებამ” პრეზიდენტი ისევ დაბლოკა