“იმედია, ხვალ პარლამენტში კენჭისყრის შედეგად გაიმარჯვებს ვალოდია ჯინჭარაძე და არა რადიატორი”

“გუშინ!

სახეზეა არა სამი წლის განმავლობაში რადიატორთან მსხდომი პარლამენტარების ბუნტი, არამედ, ჩვენს წინაშეა პარლამენტარ-რადიატორთა ,,ჯანყი” იმ ინიციატივის წინააღმდეგ რომელიც ქართულ საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად, რომელსაც მხარს უჭერს საზოგადოების უმეტესი ნაწილი.

იმედია, ხვალ პარლამენტში კენჭისყრის შედეგად გაიმარჯვებს ვალოდია ჯინჭარაძე და არა რადიატორი.

დღეს!

ვალოდია ჯინჭარაძესა და რადიატორს შორის ბრძოლა მოიგო რადიატორმა!!!

,,ვეტრფი” რადიატორებს!
განსაკუთრებით, სამეგრელოში ჩამოსხმულებს!!!

P.S. ახლა კი სერიოზულად!

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ დანელიას მისი ღირსეული პოზიციისთვის და გამოჩენილი პრინციპულობისთვის!”-წერს კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიასე დაიფერფლება “ქართული ოცნება” – ქუთაისში, პროტესტის ნიშნად, უმრავლესობის მაჟორიტარ-დეპუტატების სია დაწვეს
შემდეგი სტატიაპარლამენტში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს