“იმედი მაქვს, მოსამართლეთა ეს კოლეგია არ გადაწყვეტს, რომ გახდნენ ქალბატონი ურთმელიძეები”

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს ესწრებიან, როგორც საპარალამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები.

პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ როგორც წინა, ასევე მიმდინარე სასამართლო პროცესიც პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაბამისად, მათი თქმით, ხელისუფლებას სურს წინასაარჩევნოდ ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა.

“იმედი მაქვს მოსამართლეთა ეს კოლეგია თავის თავზე არ აიღებს თავისუფალი სიტყვის დასამარებას, ქვეყნის ევროპული მომავლის დამარხვას და არჩევნების ლეგიტიმაციის წინასწარ ეჭვქვეშ დაყენებას. მე იმედი მაქვს, რომ მოსამართლეთა ეს კოლეგია არ გადაწყვეტს, რომ გახდნენ ქალბატონი ურთმელიძეები, რადგან ურთმელიძე დიდი ხანია აღარ არის გვარი, ეს არის ზედსართავი სახელი, ნიშნავს უსამართლობას, უტიფრობას”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

სააპელაციო სასამართლოში იმყოფებიან თავისუფალი დემოკრატებიც.

“ყოვლად დაუშვებელია, რომ მოხდეს ოპოზიციური, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი არხის მიტაცება, ეს არის წნეხი და შეტევა, რომელიც ხორციელდება ამ არხის წინააღმდეგ, ურთმელიძის ხმა არ უნდა გავიდეს საზოგადოების ხმის წინააღმდეგ”, – აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე ცოტა ხნის წინ განახლდა.

banner
წინა სტატიაში“კითხვის ნიშანიც კი არ არის, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი“
შემდეგი სტატიაახალციხეში 55 წლის ქალის ცხედარი იპოვეს