“კითხვის ნიშანიც კი არ არის, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი“

რუსთავი 2-ის საქმის არსებით განხილვას ესწრებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები.

საქართველოს განვითარების ფონდის სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის დავით ჯანდიერის თქმით, საქმის დაჩქარებული ტემპით განხილვა ცუდ პროგნოზებს იძლევა.

„ჩვენ მოვედით აქ, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა რუსთავი 2-ის მიმართ. ის დაჩქარებული ტემპი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, იძლევა საკმაოდ ცუდი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას. ყველა უნდა ვიდგეთ იმისათვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის შანსი არ არსებობდეს,“ – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

მანანა ნაჭყებია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.

„მე ვესწრებოდი რუსთავი2-ის სასამართლო პროცესებს, და ჩემთვის კითხვის ნიშანიც კი არ არის, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი,“ – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

banner
წინა სტატიაშიFreedom House: საქართველო პრესის თავისუფლების მიხედვით, კვლავ ნახევრად თავისუფალ ქვეყნად დასახელდა
შემდეგი სტატია“იმედი მაქვს, მოსამართლეთა ეს კოლეგია არ გადაწყვეტს, რომ გახდნენ ქალბატონი ურთმელიძეები”