ახალციხეში 55 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიასთან, დღეს დილით, მდინარემ 55 წლამდე ქალბატონი გამორიყა. ადგილობრივებმა ცხედარი ხიდთან ახლოს იპოვეს.

 

გარდაცვლილი ქალბატონი სოფელ წნისში ცხოვრობდა.
შემთხვევის თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალი მდინარეში დღეს დილით გადახტა, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ქალბატონის ცხედარს ახალციხის რაიონულ პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდება.
“პირwელს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
banner
წინა სტატიაში“იმედი მაქვს, მოსამართლეთა ეს კოლეგია არ გადაწყვეტს, რომ გახდნენ ქალბატონი ურთმელიძეები”
შემდეგი სტატია“ქობულეთში პარტია “ბედნიერი საქართველოსთვის“ გაიმარჯვებს” – პარტია კვლევის შედეგებს ავრცელებს