იმდენად შეუქცავადი გახდა პროცესები, რომ წმინდა სინოდის სხდომის ჩანიშვნა ბუნებრივი გახდა

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარის მამა ანდრია სარიას განცხადებით, 31 ოქტომბერს ჩანიშნულ სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობის შესახებ იმსჯელებენ.

“იმდენად შეუქცავადი გახდა პროცესები, რომ წმინდა სინოდის სხდომის ჩანიშვნა ბუნებრივი გახდა. ამ დიდი და ყრუ დუმილის შემდეგ ეს ძალიან სასიხარულოა, ახალს მაინც იტყვიან სინოდის წევრები რამეს. მეუფე პეტრე აუცცილებლად დაესწრება ამ სხდომას. აქ მამა მიქაელის გადასაწყვეტი არ არის ვინ რამდენ და რა საფასურს გადაიხდის. აქ კონკრეტული ერთი პირი არ წყვეტს, ეს არის სინოდის სამსჯელო და ის მისცემს კვალიფიკაციას ყველაფერს. არსებობს საეკლესიო კანონიკა და სინოდი ამის მიხედვით იმსჯელებს მეუფე იაკობის შესახებ. თუ ადამიანი ერთ ტყუილს იტყვის მისი სხვა სიმართლე აღარ დაიჯერება, ასეთია საეკლესიო კანონიკა”, – ამბობს მამა ანდრია სარია.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური სთავაზობდნენ პატრიარქის გადაყენებას. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.

31 ოქტომბერს 12:00 საათზე, წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქის მტრების შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიროგი მარგველაშვილი: მნიშვნელობა აღარ აქვს „30-ე სერიაში წყალტუბოზე იქნება საუბარი თუ ბახმაროზე“