გიროგი მარგველაშვილი: მნიშვნელობა აღარ აქვს „30-ე სერიაში წყალტუბოზე იქნება საუბარი თუ ბახმაროზე“

ეს ამბავი რომ მომხდარიყო 2012-ში, ან 2013-ში, ვიქნებოდი გულაჩუყებული, წავიდოდი წყალტუბოში, გავესაუბრებოდი მოქალაქეებს, ვიქნებოდი მათთან ერთად აღფრთოვანებული, რომ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგავთ უკეთესი საქართველოსკენ, – ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით წყალტუბოს აღორძინების პროექტი უნდა განხორციელდეს.
გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, მნიშვნელობა აღარ აქვს „30-ე სერიაში წყალტუბოზე იქნება საუბარი თუ ბახმაროზე“.
„მახსოვს, ერთად საარჩევნო კამპანიის დროს ვამბობდით, რომ 90% კაპიტალისა საქართველოში უნდა დაიხარჯოს, ისიც მახსოვს, რომ ბენზინი და ლარი უნდა მოგკვლებოდა, ისიც მახსოვს, რომ უფასო ფული უნდა ყოფილიყო…. ნამდვილად არ ვიცი, ივანიშვილს რა სურს, არ ვარ „ბიძინოლოგი“, მაგრამ 30-ე სერიაში წყალტუბოზე იქნება საუბარი თუ ბახმაროზე, რაღა მნიშვნველობა აქვს.
2014 წელს რატომ არ გავაკეთეთ ჩვენ ყველამ ეს მეგაპროექტები ან 2015 წელს რატომ არ გავაკეთეთ… 2018 წლის დასაწყისში რომ ვთქვით, 2019 წლის ბოლოს ყველაფერი იქნებოდა აბსოლუტურად კარგად გაკეთებული და ეს რომ არ გაკეთდა, ექსპერტები რატომ ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს გავაკეთებთ 2020-ში?“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 2020 წლის არჩევნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მათ საარჩევნო სიაში მხოლოდ ჯეფერსონის, ვაშინგტონისა და მედისონის ნახვის შემთხვევაში ამოირჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „შემოხაზავს პოლიტიკურ ძალას, რომელიც იმედი აქვს რომ პლურალიზმს შექმნის“.
„თუკი ერთი იქნება ჯეფერსონი, მეორე იქნება ვაშინგტონი, მესამე იქნება მედისონი ეყოლებათ ეკონომიკის მინისტრი ბალცეროვიჩი, თუ დავინახავ, რომ ეს ადამიანები არიან სიაში, მაშინვე ვივიწყებ ყველაფერს და შემოვხაზავ „ქართულ ოცნებას“. თუ არა, შემოვხაზავ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომელიც იმედი მაქვს, რომ პლურალიზმს შექმნის და არ იქნება ეს პარლამენტი ისევ ორპოლუსიანი, სადაც ერთმანეთს ესაუბრებიან – ეს იმას ეუბნება, რომ შენ რას ჰგავხარ, პასუხობს, რომ შენ რას ჰგავხარ – ორივე მართალია და მტყუანია ამავე დროს,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიმდენად შეუქცავადი გახდა პროცესები, რომ წმინდა სინოდის სხდომის ჩანიშვნა ბუნებრივი გახდა
შემდეგი სტატია(ვიდეო) ამბროლაურის მერმა ლიდერბეთის გათამაშებაში პორშე მოიგო