იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში – მეუფე იობი დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე საუბრობს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 18-ვე ტაძარში დღეს ერთდროულად წირვა-ლოცვა აღევლინა. სასულიერო პირების მრავალრიცხოვანი დელეგაცია იქ რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის თაოსნობით ჩავიდა. მეუფე იობმა, სასულიერო პირებს კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდა.

„დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ ამ წმინდა მოწამეთა სისხლით გაჟღენთილ მთას და გამოქვაბულებს გვართმევენ. წართმევა უნდათ, მაგრამ გააზრებულიც კი არ აქვთ, რას აკეთებენ, წარმოდგენაც კი არ აქვთ. ისინი არ უყურებენ მათ თანამემამულეებს, თითქმის ნახევარი მილიონია საქართველოში, არ უყურებენ ჩვენს დამოკიდებულებას, ურთიერთობას სახელმწიფოებს შორის. ყველაზე მთავარი მათი ეკონომიკის ერთ-ერთი ძარღვი გაზი და ნავთობი გადის ჩვენს ქვეყანაზე.

ბევრ რამეს არ უყურებენ, განსაკუთრებით იმას, რომ იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამას ვიღაცა მართავს. ეს არც აზერბაიჯანის მხარეს არ აწყობს, არც საქართველოს მხარეს არ აწყობს. საქართველოსია ის, მაგრამ აქ დავით გარეჯას არანაირი პრობლემა არ ექმნება, მათ არ აქვთ პრეტენზია დავით გარეჯის მონასტერზე, აქ საუბარია მთელ კომპლექსზე, ეს არის ბერობის აკვანი,“ – განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა (აქიაშვილი).

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია საგზაო უსაფრთხოებაზე: კამპანიაში ,,მეტი სიცოცხლისთვის’’ სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება, რომლებმაც სრულად გაიაზრეს პასუხისმგებლობა