იმ ადამიანების გამოსწორება, გაკეთილშობილება და სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება, არის პრაქტიკულად შეუძლებელი

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაესწრო

“ბიძინა ივანიშვილის თავდაპირველი მესიჯი იყო, რომ მას სურს, გააერთიანოს ხალხი, რომ ის იქნებოდა პრემიერმინისტრი ყველასი, რომ ის არ დაყოფს საზოგადოებას არც ნაციონალებად, არც ოცნების მიმდევრებად და ა.შ. მისი ეს გზავნილი და მისი ეს სუპერჰუმანური მოწოდება და სურვილი ბევრისთვის იყო დაუჯერებელი, მე მაგალითად, არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ისეთი ადამიანების გამოსწორება, როგორებიც არიან სააკაშვილი ან სხვა იმ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები.

მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები იმ აზრზე, რომ იმ ადამიანების გამოსწორება, გაკეთილშობილება და სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება, არის პრაქტიკულად შეუძლებელი, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს ჩაგრავდნენ და რომლებმაც ჩვენს ხალხს მოუტანეს ძალიან დიდი განსაცდელი, და ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიტოვეს ”-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს განცდა, რომ ეკა ბესელია შეიძლება, იყოს ვიღაცის იარაღი
შემდეგი სტატიამოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება