მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ერთ-ერთმა მოქალაქემ დღეს, დღის განმავლობაში თემქის პოლიციას მომართა და განაცხადა რომ მის ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. დაიწყო გამოძიების მუქარის ფაქტზე, რომლის ფარგლებში ჩატარდა მისი გამოკითხვა. გამოკითხვის შემდეგ მოქალაქემ დატოვა პოლიციის შენობა.

მოგვიანებით, 112-ზე შევიდა იგივე მოქალაქისგან შეტყობინება, რომ ის პოლიციელთა მხრიდან არის ზეწოლის ობიექტი და ამიტომ აპირებს თავის მოკვლას. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციამ დაიწო მისი ადგილსამყოფელის დადგენის და სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები. “თაიმერის” ინფორმაციით მოქალაქე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირია.

თემქის პოლიციის შენობასთან დაახლოებით 19:00 საათისთვის მოქალაქე დაბრუნდა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან ერთად და თავის დაწვა სცადა. პოლიციის თანამშრომლების მიერ ოპერატიულად აღმოჩენილი დახმარების შედეგად მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევისთვის საავადმყოფოში არის გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიიმ ადამიანების გამოსწორება, გაკეთილშობილება და სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება, არის პრაქტიკულად შეუძლებელი
შემდეგი სტატიაომი რუსეთმა დაიწყო