ილია მეორე: შევთხოვთ უფალს, წმინდა მოციქულ ანდრიას მეოხებითა და ლოცვით განამტკიცოს ჩვენი ხალხი

ანდია პირველწოდებულის ხსენების დღე ლურჯ მონასტერში საზეიმო წირვით აღნიშნეს. წირვის დასრულების შემდეგ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში პატრიარქმა, ილია მეორემ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა.

პარაკლისის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და იესო ქრისტეს მოციქულს ქართველი ხალხის რწმენაში გაძლიერება შესთხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც რომის პაპს შეხვდა, თქვა, რომის ეკლესია პეტრე მოციქულის მიერ იყო დაარსებული, ხოლო საქართველოს ეკლესია ანდრია პირველწოდებულის მიერ, ესენი ძმები არიან.

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს ხსენებას წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა. ანდრია პირველწოდებულს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, არის ჩვენი განმანათლებელი, ღვთის განგებით წარმოგზავნილი საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმდაბლის ლოცვა კურთხევით და მეოხებით, ანდრია პირველწოდებულმა მოიტანა საქართველოში ღვთისმშობლის ხატი და იყო პირველი მქადაგებელი, იყო ძმა პეტრე მოციქულისა; ანდრია პირველეოდებული არის მოციქულთა შორის გამორჩეული, როცა მე შევხვდი რომის პაპს მან თქვა, რომ რომის ეკლესია იყო დაარსებული პეტრე მოციქულის მიერ და საქართველოს ეკლესია იყო დაარსებული ანდრია პირველწოდებულის მიერ და ესენი არიან ძმები, განსაკუთრებული პატივისცემა იყო საქართველოში ძველ დროს, წელიწადში შვიდჯერ იყო დღესასწაული ანდრია პირველწოდებულისა. შევთხოვთ უფალს, რომ მეოხებითა და ლოცვითა წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, ღმერთმა განამტკიცოს ჩვენი ხალხი და მთელი მსოფლიო მართმადიდებელ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, – აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაში26 მაისის მერე დიდი დაჭერები დაიწყება?!
შემდეგი სტატიალოდონში ანტიკორუფციული სამიტი იწყება, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება