26 მაისის მერე დიდი დაჭერები დაიწყება?!

დიდი მსხევერპლშეწირვა „ოცნებაში“ რა მიზეზით მოხსნიან კულტურის მინისტრს

giorgadzeრა ხდება კულტურის სამინისტროში და რატომ ეძახიან მიშა გიორგაძეს დავით მენაბდეს მძევალს

 

„მაგრად წვალობენ და „ჩალიჩობენ“, რომ ამ სიტუაციას თავი დააღწიონ, მაგრამ ჯერ ერთი, „გამჭვირვალობა საქართველომ“ ისეთი კვლევა დადო, რომ არ მგონია, ეს საქმე ასე იოლად ჩაიფარცხოს. მერე, მეორეც, მთელი თბილისი გადაიკიდეს“, – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი კონფიდენციალური წყარო, რომელიც „ოცნებასთან“ დაახლოებულია პირია. წყარო „თაიმერს“ კულტურის სამინისტროს გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე უყვება და თავის ვარაუდსაც გამოთქვამს, რომ „გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა, რომელიც კორუფციულ გარიგებებს ეხება, შესაძლოა, მიხეილ გიორგაძის უწყებაში დიდი დაჭერების საფუძველი გახდეს.

„ახლა, ასი პროცენტით ვერ გეტყვით, რომ დაიჭერენ, მაგრამ ძიების დაწყების შემთხვევაში, სამართალდამცავებს, როგორც მოწმესთან, კითხვები, მინიმუმ, მიხეილ გიორგაძესთანაც ექნებათ. ზოგადად, ასე არ ხდება, რომ ასეთმა ავტორიტეტულმა არასამთავრობომ ასეთი სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნოს და ყველაფერი ჩაიფარცხოს, თან მგონია, რომ ამ კვლევას მწვანე შუქი შუშის სასახლიდან აქვს ანთებული. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, მაგრამ კულტურის სამინისტროში ისეთი დაბნეულები არიან, რომ გიორგაძის დღეები, უეჭველი, დათვლილია,“ – აღნიშნავს ჩვენთან საუბრის დროს წყარო, რომელიც კულტურის სამინისტროს სკანდალში დიდ პოლიტიკურ ინტრიგებსაც ხედავს და ვარაუდობს, რომ გიორგაძის სახლში გაშვებით ყოფილი პრემიერის კადრებზე მორიგი შეტევა დაიწყება.

„მთელმა სამინისტრომ და, ზოგადად, ყველამ, ვინც კულტურაში მეტ-ნაკლებად არის ჩახედული, იცის, რომ მიშა გიორგაძე მინისტრად ერთი გავლენიანი ჩინოვნიკის რეკომენდაციით დაინიშნა, რომელიც დღესაც სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობს, თუმცა ახლა ისეთი გავლენა აღარ აქვს, როგორიც მაშინ ჰქონდა, როცა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი იყო. ზოგადად, გიორგაძე ფორმალური მინისტრია, თორემ სინამდვილეში, სამინისტროში ყველაფერს დავით მენაბდე მართავს ლანა ბენდუქიძის მეშვეობით, რომელიც მინისტრის აპარატის უფროსი და მენადბის კადრია. დიახ, შეგიძლიათ, პირდაპირ დაწეროთ ჩემი ეჭვი, რომ მიშა გიორგაძე დავით მენაბდის მძევალია. როგორც მე გავიგე, გიორგაძეს მინისტრის თანამდებობის დატოვება გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ამის უფლებას მენაბდე არ აძლევს. არ ვიცი, სიმართლე თუ არა, მაგრამ ისიც გავიგე, რომ მენაბდის სიძისა და მისი მეჯვარის კომპანიები ტენდერების გვერდის ავლით ფინანსდება. მოკლედ, რეალური მინისტრი ეს „ტიპი“ არის და არა – წყალბურთელი გიორგაძე,“ – გამოთქვამს თავის ვარაუდს ჩვენთან საუბრის დროს „თაიმერის“ წყარო.

„თაიმერი“ დაინტერესდა, ვინ არის დავით მენაბდე. წყაროს განმარტებას თუ დავუჯერებთ, მენაბდე კომპანია „ისტერნ პრომოუშენსის“ მეწილე და ფინანსური დირექტორია. ეს კომპანია კი, მოგეხსენებათ, მინისტრ გიოგაძესთან არს ასოცირებული.

„დავით მენაბდე არის კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი სსიპის, კერძოდ, კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი. ამ უწყებაში მენაბდეს დასაქმებული ჰყავს მთელი „ისთერნ ფრომოუშენსი“, მეუღლეებითა და ნათესავებით. ამავე დროს, მენაბდე დღემდე ფლობს წილს ამ კომპანიაში და, ფაქტიურად, მართავს სამინისტროს ფინანსებსა და საკადრო პოლიტიკას, – ამბობს „თაიმერის“ კონფიდენციალური წყარო, რომელიც კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოთქვამს ეჭვს, რომ კულტურის სამინისტროში უფრო დიდი ამბები 26 მაისის შემდეგ დაიწყება, – არ მგონია, რომ მანამდე რამე მოხდეს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ 26 მაისს გადააგორებენ, რის შემდეგაც დიდი „გამიშვი-დამიჭი“ ატყდება. გიორგძის გადადგომაზე აქამდეც ბევრჯერ უთქვამთ, მაგრამ დამიჯერეთ, ახლა მართლა მოხსნიან და მარტო მას კი არა, თანამდებობას სამინისტროს 60 თუ მეტი არა მაღალჩიოსანი დატოვებს. ისე, უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ამ თემაზე ზაზა შენგელია აქტიურობს? მე არ ვიცი და ვერც გეტყვით, რომ მინისტრობა ზაზას უნდა, მაგრამ კულტურის მინისტრობაზე უარს დავით ოქიტაშვილი ნამდვლად არ იტყვის, მაგრამ „ოქიტას“, როგორც ჩანს, გამოჩენა არ უნდა და წინა პლანზე ზაზა გამოვიდა. ოქიტაშვილს ივანშვილთან და, ზოგადად, „ოცნებასთან“ კარგი და თბლი ურთიერთობა აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ მინისტრად დანიშნონ, თუმცა თუ დანიშნეს, მაშინ ზაზა შენგელიაც შეიძლება, სამინისტროში ვიხილოთ. ზოგადად, ზაზა ის ტიპია, ზურგი რომ არ ჰქონდეს, ასე „იავნად“ ხმას არ ამოიღებდა,“ – გამოთქვამს ვარაუდს „თაიმერის“ წყარო, რომელიც გონივრული ეჭვის საფუძველზე იმასაც ამბობს, რომ კულტურა ფულის გათეთრების კარგი საშუალებაა და შეიძლება, გიორგაძის ვიღაცის შეშურდა და ამიტომც ცდილობს მის ჩაძირვას.

აქვე, შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია:

„საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს საქართველოში ჯაზ ფესტივალების მოწყობა წარმოადგენს, რაც მის წლიურ ბიუჯეტში პირდაპირ არის მითითებული. სამინისტროს მტკიცებით, ჯაზ ფესტივალზე დანახარჯები გამართლებულია ფესტივალის პერიოდში ტურისტების რაოდენობის ზრდის გამო, თუმცა ტურისტების რაოდენობის ზრდის ანალიზი სამინისტროში არ მიმდინარეობს. ეს მონაცემი განსაკუთრებით საინტერესოა, იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალისთვის სამინისტროს ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა (600 000 ლარი) კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ხარჯების (1 808 500 ლარი) მესამედს (33%) შეადგენს; თბილისის ჯაზ ფესტივალისთვის გათვალისწინებული სახსრები კი (400 000 ლარი), საერთაშორისო ფესტივალების და ღონისძიებების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი დაფინანსების (1 670 000 ლარი) მეოთხედია (24%).

საქართველოში კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან და მის მოადგილეებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული 10 კომპანია/ორგანიზაცია ფუნქციონირებს. ისინი კულტურის სფეროში საქმიანობენ და რეგულარულად იღებენ შეკვეთებს/დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მათ შორის, კულტურის სამინისტროდან ან მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებიდან.

საქართველოს კულტურის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული კომპანიები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსავლებს/დაფინანსებას კონკურსის ან ტენდერის გვერდის ავლით იღებენ.

მიხეილ გიორგაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ (2014 წლის ივლისიდან) დღემდე კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი დაფინანსების გზით 2 421 743 ლარი აქვთ მიღებული.

საერთო ჯამში, 2015 წელს კულტურის სამინისტროს მიერ მუსიკალურ ღონისძიებებზე გაცემული თანხების (4 762 767 ლარი) 29% მიხეილ გიორგაძესთან, კახი კანდელაკთან (მოადგილე) და დავით მენაბდესთან (ფონდის თავმჯდომარე) დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.

დავით მენაბდე კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორია და ასევე, 2014 წლის 21 აგვისტოდან 2016 წლის 17 თებერვლამდე სამინისტროს კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრიც იყო. იგი ფონდსა და კომისიაში საქმიანობის პერიოდში პარალელურად ასევე ფლობდა “ისთერნ პრომოუშენსის” (45%) და “ინთერნეიშენალ ივენთსის” (47.5%) წილებს და გარკვეული დროით ამ უკანასკნელის გენერალური დირექტორის პოსტიც ეკავა. “ისთერნ პრომოუშენსი” რეგულარულად უკონკურსოდ ფინანსდებოდა სამინისტროდან. ამ გადაწყვეტილებას კი კომისია იღებდა, რომლის წევრიც თავად დავით მენაბდეც იყო.

2015 წელს კულტურის სამინისტრომ თბილისისა და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალების ორგანიზების ფარგლებში “ისთერნ პრომოუშენსი” (რომლის მეწილეები მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრი და ყოფილი ბიზნეს პარტნიორები იყვნენ) დაახლოებით 1 მილიონი ლარით უკონკურსოდ დააფინანსა.

ჯაზ-ფესტივალების დაფინანსებაში სახელმწიფოს წილი დაუსაბუთებლად მაღალია. 2014 წელს “შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის” 1 029 164 ლარის ოდენობის ბიუჯეტის დაახლოებით 62,7% სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 33,7 % თავად “ისთერნ პრომოუშენსის” მიერ გაწეული ხარჯები იყო, 3,6% კი კერძო დამფინანსებლებიდან (სპონსორები/მხარდამჭერები) მოზიდული. 2015 წელს “შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის” მთლიანი ბიუჯეტი 1 634 539 ლარი იყო, რაც პროექტის წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით 605 375 ლარით (59%-ით) მეტი დაჯდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 2015 წელს ამ ხარჯის 36,9 % გაიღო, თუმცა ვინაიდან უწყებამ უფრო დეტალური ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რთულია დაფინანსების სხვა წყაროებისა და მათი პროცენტული წილის განსაზღვრა.

პროექტ „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში პირდაპირი წესით დადებული ხელშეკრულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებთან გაფორმდა. ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 303 990 ლარი შეადგინა. ხოლო უცხოელი მომღერლების ჩამოყვანის ორგანიზებისთვის სსიპ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა 909 811 ლარი მიიღო.

შპს „სითი ფესტივალი“, რომელიც სამინისტროს მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული, დაარსებიდან ერთ თვეში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკონკურსოდ, 365 000 ლარით დააფინანსა.“

 

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: გომელაურთან დაკავშირებით არის კითხვები, მათ შორის, ე.წ. რუსულ ძალაზე
შემდეგი სტატიაილია მეორე: შევთხოვთ უფალს, წმინდა მოციქულ ანდრიას მეოხებითა და ლოცვით განამტკიცოს ჩვენი ხალხი