ილია მეორე-მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ბოროტმა ძალამ ვერ შეძლოს დაპყრობა საქართველოსი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 25, 2017 15:30

ილია მეორე-მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ბოროტმა ძალამ ვერ შეძლოს დაპყრობა საქართველოსი

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებსმოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ბოროტმა ძალამ ვერ შეძლოს დაპყრობა საქართველოსი – ასე მიმართა სრულიად საქართველოსი კათოლიკოს-პატრიარქმა სამებაში შეკრებილ მრევლს.

ილია მეორემ საკვირაო წირვა მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა და საზოგადოებას ქადაგებით მიმართა.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი იოანე მთაწმინდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. პატრიარქმა წმინდანის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდა იოანემ გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია.

“მართლაც საოცარია განგება ღვთისა, ერი უნდა იყოს ღვთისა, რომ მისგან აღამაღლოს რჩეული ერისა. ასეთი რჩეული იყო იოანე, მხედართმთავარი საქართველოს ჯარისა, რომელმაც გადაწყვიტა წასულიყო ათონის მთაზე და მიეღო ბერობა. წმინდა იოანე განსაკუთრებულია, მან უხელმძღვანელა ჯარს და გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია”, – განაცხადა უწმინდესმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 25, 2017 15:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics