მარნეულის ავტომაგისტრალზე ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და ამოტრიალდა – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე. სომხური სანომრე ნიშნებიანი ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა. მგზავრების ამოყვანა ავტობუსის სავენტილაციო ლუქებიდან მოხდა. არიან დაშავებულები. სამი მგზავრი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე, 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

banner
წინა სტატიაშიოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მაისურზე ბრილიანტის მწვანე შეასხეს
შემდეგი სტატიაილია მეორე-მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ბოროტმა ძალამ ვერ შეძლოს დაპყრობა საქართველოსი