ილია მეორე: 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12:00 სთ-ზე ყველა ტაძარში დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, კვირა დღიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12:00 სთ-ზე, ყველა ტაძარში (სასურველია უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიებშიც ამ დროსვე) დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე,“ ხოლო ვინც არ იქნება ეკლესიაში, სადაც არის, იქიდან შემოუერთდეს იმავე ლოცვით, რათა ერთობითა და ერთსულოვნებით შევავედროთ უფალს მთელი მსოფლიო, საქართველო და ჩვენი ოჯახები.
ამასთან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, – ,,ზესთამბრძოლისა ჩემისათვის,“ რომელსაც არაერთგზის უხსნია ხალხი დიდი განსაცდელისგან.
მოგიწოდებთ, შევეწიოთ ერთმანეთს ნებისმიერი სიძნელის გადასალახად, ვიყოთ მიმტევებელნი და გამოვიჩინოთ ქრისტიანული სიყვარული და ზრუნვა; „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“.
ღვთისმშობელი დედა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ თქვენგანს და რწმენამ ღვთისამ განამტკიცოს ერი, ამინ!-ნათქვამია საქრთველოს საპატრიარქო მორწმუნეთადმი მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო მორწმუნეთადმი მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაღალი ქულები მოგვანიჭა