ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილს საქართველო ვადაზე ადრე გადასცემს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილს საქართველო ვადაზე ადრე გადასცემს.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთვის პროცესი წარმატებით დაგვირგვინდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს გადასცა გაწევრიანებასთან დაკავშირებული თვითშეფასების კითხვარი, რაც გახლავთ მნიშვნელოვანი ეტაპი მთელი იმ პროცესის, რომელიც იმედი მაქვს, რომ საქართველოსთვის წარმატებით დაგვირგვინდება. ეს გახლდათ საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი, რომელშიც პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩართული იყო ყველა სახელისუფლებო უწყება. ჩვენ ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სექტორული შინაარსის არის. კითხვარის ამ ნაწილზე, ისევე როგორც მის პირველ ნაწილზე, მუშაობა დასრულდება ოპერატიულად და ევროკავშირს გადაეცემა დადგენილ ვადაზე ადრე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ექსპორტზე კიდევ ერთი ადგილობრივი კომპანია გავიდა
შემდეგი სტატია„ხელისუფლებას არ აქვს ნება შეცვალოს ქვეყანაში არსებული ვითარება, შესაბამისად მხოლოდ ევროკავშირის კითხვარის შევსება სამწუხაროდ სასურველ შედეგს ვერ მოიტანს“ – გიგი წერეთელი