„ხელისუფლებას არ აქვს ნება შეცვალოს ქვეყანაში არსებული ვითარება, შესაბამისად მხოლოდ ევროკავშირის კითხვარის შევსება სამწუხაროდ სასურველ შედეგს ვერ მოიტანს“ – გიგი წერეთელი

„დიდი უგუნურებაა საზოგადოებისგან ფარულად კითხვარის შევსება, მაგრამ უარესია, რომ ხელისუფლებას არ აქვს ნება შეცვალოს არსებული ვითარება, რაც ამ პროცესს რეალურ პერსეპქტივას უკარგავს.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმდჯომარემ, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ დიდი უგუნურებაა საზოგადოებას დაუმალო თუ რა პასუხებს გზავნი იმ კითხვებზე, რომელიც ევროკავშირს აქვს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს არის სწორედ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის სურვილი და გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობთ პროცესზე, რომელიც ისედაც ძალიან რთული და დროში განგრძობადია, მითუმეტეს ამ ხელისუფლების პირობებში სამწუხაროდ ეს ყველაფერი დარჩება ფუჭ ქმედებად, რომელსაც სასურველი შედეგი არ მოყვება, რადგან ხელისუფლება ვერ გრძნობს ვალდებულებას და არ აქვს პოლიტიკური ნება შეცვალოს არსებული ვითარება ქვეყანაში – განახორციელოს სამართლიანი საარჩევნო რეფორმა, შექმნას თავისუფალი სასამართლო, ხელი შეუწყოს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებას და არ დევნიდეს პოლიტიკურ ოპონენტებს, ადამიანის უფლებები იყოს დაცული.“ – გიგი წერეთელი

banner
წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილს საქართველო ვადაზე ადრე გადასცემს
შემდეგი სტატია„მოქალაქეებს უნდა უთხრან, რა საკანონდმებლო აქტები მიიღეს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის შესაზღუდად- გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებაზე“