ილია ჭიღლაძე” როგორც ნათქვამია, “მეფე შიშველია!”

“როგორც ნათქვამია, “მეფე შიშველია!”
ამიტომ სახელმწიფოებრივი და ეროვნული მნიშვნელობის საკითხია, რომ ახალმა ხელისუფლებამ ჩაატაროს ახალი “რუის-ურბნისი”, გამომდინარე ახალი მოთხოვნებისა და გამოწვევებისა. სეკულარული სახელმწიფო მოწყობისას, თითქოს ეს წარმოუდგენელია, მაგრამ რეალურად არც ვართ სეკულარულნი, ისეა ერთმანეთზე სახელმწიფო და ეკლესია გადაჯაჭვური, ხოდა უნდა გაკეთდეს გასაკეთებელი, რომ საქართველომ ბოლომდე გაანეიტრალოს ეს რუსული ტროას ცხენი ე.წ. საქართველოს საპატრიარქო და მოიკვეთოს ეს სიმსივნე!!! უნდა აღვადგინოთ კირიონ მეორის და ამბროსი პირველის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია!!!
P S. დაისვა შეკითხვა, ეს როგორ უნდა მოხდესო. აი როგორ: 1. ყველა იერარქზე და საპატრიარქოს თანამშრომელზე, ვინც რაიმე კრიმნალშია გარეული და არის ფაქტები, სამხილი, და ასეთი უამრავია: აღიძრება საქმე და გასამართლდება სახელმწიფოს მიერ, 2. სახელმწიფოს მიერ მოხდება სრული ფინანსური აუდიტი საპატრიარქოსი, შეუწყდება დაფინანსება და ყველანაირი პრივილეგია, შეჩერდება კონკორდატის მოქმედება და იძულებული გახდებიან დამორჩილდნენ ქართველი ერის შეგნებული და ქრისტიანული ნაწილის ნებას. აი ასე “გაისკვანჯებიან” ქვაბ-ავაზაკნი, ტექნიკურად! მთავარია სახელმწიფოს ნება”-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სახალხო დამცველი: ვიდეოჩანაწერი მოწმობს მიხეილ სააკაშვილის წამებასა და შეურაცხყოფას
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლო გუშინ, 10 ნოემბერს გამართულ პროცესთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს