უკრაინის სახალხო დამცველი: ვიდეოჩანაწერი მოწმობს მიხეილ სააკაშვილის წამებასა და შეურაცხყოფას

ვიდეოჩანაწერი მოწმობს მიხეილ სააკაშვილის წამებასა და შეურაცხყოფას, რაც ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის უხეში დარღვევაა – წერს უკრაინის სახალხო დამცველი, იმ ვიდეოკადრეზე, რომელიც დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

ლუდმილა დენისოვა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებს მიმართავს.

დენისოვა წერს, რომ პენიტენციურმა დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი და გაეროს კონვენციის 1-ლი მუხლი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ.

დენისოვა მოუწოდებს გაეროს წამების კომიტეტს და წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტს, მოახდინოს რეაგირება უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე გლდანის N18 დაწესებულებაში.

დენისოვა თავის ქართველ კოლეგას, ნინო ლომჯარიას ასევე მოუწოდებს, “საფუძვლიანად გამოიძიოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ მისი პირადი უსაფრთხოებისა და წამებისგან დაცვის გარემოებები”.

https://www.youtube.com/watch?v=t3nQJU_O9dw

banner
წინა სტატიაშივოლსკი: შიმშილობის შეწყვეტისკენ მოწოდება არის ნორმალური მოცემულობა და ის, რაც უნდა გაეკეთებინა სტრასბურგის სასამართლოს
შემდეგი სტატიაილია ჭიღლაძე” როგორც ნათქვამია, “მეფე შიშველია!”