იგა ბოკერია – „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან 8 მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტი შესრულებული არ არის.

„ელჩების მოწოდებას აბსოლუტურად ვიზიარებ, ბარიერი არის ივანიშვილის მხრიდან შეთანხმების არშესრულება. საქართველოს მეგობრებმა ამ განცხადებაშივე თქვეს, რომ შეთანხმება შეუსრულებელია და აუცილებელია, ყველა კომპონენტი შესრულდეს, ამის მონიტორინგი გაგრძელდება არჩევნებამდე, რადგან ეს საარჩევნო კლიმატზე გავლენას ახდენს. შეთანხმების შეუსრულებლობა და ამბოხებული მაჟორიტარების მიერ ცვლილებები ჩაგდება ივანიშვილს ვერ გადაარჩენს საარჩევნოდ, მაგრამ ქვეყანას დააზიანებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“ალბათობა არსებობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც ჩავარდეს”
შემდეგი სტატიამარიამ ჯაში – საკონსტიტუციო ცვლილებებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ 100-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს გარანტირებული