“ალბათობა არსებობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც ჩავარდეს”

„ალბათობა არსებობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც ჩავარდეს,“ – ამის შესახებ განცხადებას „საიას“ თავმჯდომარე სულხან სალაძე აკეთებს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების პროცესში მონაწილეობა ყველამ მიიღოს.

მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში რისკები იკვეთება.

„რისკებს ყველა ხედავს ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატების გარკვეული ნაწილი, რომლებიც არც ნაციონალური მოძრაობის და არც ევროპულ საქართველოს წარმოადგენს, მათ ღიად განაცხადეს, რომ ისინი ღიად დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს და ამავე დროს არ არიან უმრავლესობის წევრები, თეორიულად იმის ალბათობა არსებობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც ჩავარდეს, რადგან ვერავინ ვერ გათვლის რა შეიძლება მოხდეს მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჯერ კენჭისყრა არ იქნება მაგრამ ეს არ ისე შორეული პერსპექტივის მოლოდინია. თუ ჩვენ გვინდა, რომ გარანტირებულად ეს ცვლილებები მივიღოთ, ვფიქრობ, რომ ყველას მონაწილეობა არის აუცილებელი“, – განაცხდა სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმმართველ გუნდში შეხვედრა დასრულდა-“უმრავლესობის მხრიდან 92 მხარდამჭერი დაფიქსირდა”
შემდეგი სტატიაიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს