იერუსალიმის საპატრიარქოს ეპისკოპოსები: კანდელიდან ხდება წმ. ცეცხლის ანთება, ცეცხლი ზეციდან არ გადმოდის!

იერუსალიმის საპატრიარქოს წმ. სინოდის წევრი, გერასიის მთავარეპისკოპოსი თეოფანე
იერუსალიმის საპატრიარქოს წმ. სინოდის წევრი, გერასიის მთავარეპისკოპოსი თეოფანე

ეკლესიის საიდუმლო რამდენია? შვიდი, ეს ყველამ ვიცით. არის ამ შვიდთაგანში წმინდა ცეცლი? არა. წმინდა ცეცლი კი მოქცეულია ეკლესიის რიტუალებში, ხედავთ ეკლესია სად ათავსებს მას? ეს არის რიტუალი! ეს საეკლესიო რიტუალი ყველა ეკლესიაში აღესრულება. აღდგომის ღამეს ვანთებთ ცეცხლს და გადავცემთ მრევლს, სადაც ვამბობთ: „მოვედით და მიიღეთ ნათელი ესე“. ეს ხდებოდა აქაც, ზუსტად იგივე, რაც სხვაგან. როდესაც ჯვაროსნები მოვიდნენ გაანადგურეს ჭეშმარიტება, მათ აქციეს ეს „სასწაულად“, რათა ხალხი დაემორჩილებინათ, როგორც ეს გააკეთეს, როდესაც პაპი უცდომელად გამოაცხადეს და კიდევ ათასი რამ. ჯვაროსნებმა დატოვეს აქაურობა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ჩვენ გადავიღეთ ეს. ხალხს კი არასდროს ეუბნებიან სიმართლეს. მაგრამ ეკლესია ტყუილს არასდროს ამბობს. აი, თუ წაიკითხავთ წმინდა ცეცლის კურთხევის ლოცვას, შიგნით ვნახავთ, რომ ეს ცეცხლი არის სიმბოლიზმი. ეს არ არის ელექტრო სინათლე, არამედ სულიერი სინათლე. ეს არის ერთი ლამაზი მეთოდი, თუ როგორ გადმოსცე საღმრთო მადლი. ამ შემთხვევაშიც სწორედ ეს ხდება. ახლა ეს რიტუალი აღესრულება სწორედ აქ. ცეცხლი არის წმინდა, მაგრამ ისე როგორც ეკლესიას სურს. ეკლესია აკურთხებს და ის ხდება წმინდა ცეცხლი, როგორც მაგალითად, ეკლესია აკურთხებს წყალს და ხდება აიაზმა (წმინდა წყალი), ამ შემთხვევაშიც ეკლესია ბუნებრივ ცეცხლს აკურთხებს! ეს არის ბუნებრივი ცეცხლი. არანაირი ცეცხლი არ გადმოდის ზეციდან. ეს არის კერპთაყნავისმცემლობა. მხოლოდ საღმრთო მადლი გადმოდის უხილავად და რა თქმა უნდა, ცეცხლის კურთხევის რიტუალში ვკითხულობთ: „აქ წმინდა საფლავიდან უქრობი კანდლიდან ავანთებთ“. ეს რეალურად თეოლოგიური ლოცვაა, შემიძლია მოგცეთ და თქვენ თვითონ წაიკითხეთ. მაშ ასე, ჩაუქრობელი კანდლიდან ავანთებთ ცეცხლს და გადავცემთ ხალხს. ეს არის ბუნებრივი ცეცხლი, მაგრამ ნაკურთხი ისე, როგორც ეს ეკლესიას სურს.
ახლა რა ხდება აქ, ზოგიერთები ვარდებიან ექსტაზში, მათ შეიძლება რაღაც დაინახონ, კარგი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ თუ, როგორ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობა. ეკლესია და ჩვენი საპატრიარქოც ოფიციალურად ამას წმინდა ცეცხლის რიტუალს უწოდებს. ეს არ არის სასწაული. მაგრამ მას შეიძლება საეკლესიო გზით ვუწოდოთ სასწაული, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნაკურთხი ცეცხლია, ხოლო რწმენით სასწაულიც შეიძლება აღესრულოს. ყველას არ აქვს ერთნაირი რწმენა, მაგრამ ზოგიერთი, განსაკუთრებით რუსები ცოტათი აზვიადებენ. მაგრამ ხანდახან ჩვენს, სასულიერო პირები არ ვამბობთ სიმართლეს. მაშასადამე, შიგნით წმინდა საფლავზე ვკითხულობთ ლოცვას, ვანთებთ ცეცხლს და გადავცემთ ხალხს. კიდევ ვიმეორებ, შემიძლია მოგცეთ ამ ლოცვის ტექსტი, რომელსაც ნამდვილად ძალიან თეოლოგიური სიტყვებისგან შედგება და საუბრობს წმინდა ნათელის შესახებ. ის ყველაფერი, რაც ამ ლოცვაშია ხსენებული, ამოკრეფილია ძველი და ახალი აღთქმიდან. პირდაპირ წერია, რომ ცეცხლს ჩაუქრობელი კანდლიდან ვანთებთ. მაგრამ ეკლესია ტყუილს არასდროს ამბობს. დროა ხალხმა გაიგოს, რომ ეს ცეცხლი არის წმინდა, რადგან ეკლესიას ასე სურს. არანაირი ცეცხლი არ გადმოდის ზეციდან, ეს არის კერპთაყვანისმცემლობა. ასეთ რამეებს კეპრთაყვანისმცემლები აკეთებდნენ. ეკლესიის არცერთი წმინდა მამა არ დაკავებულა ამ საკითხით, არცერთ კრებას არ უსაუბრია ამის შესახებ. ეს არის ერთი ადგილობრივი რიტუალი, რომელიც აღესრულება შიგნით ყოვლადწმინდა საფლავზე. აქ კი ათი ათასობით ხალხი იყრის თავს, რომლებიც ექსტაზში არიან და გარკვეული ჰალუცინაციები აქვთ. ჩვენი ეკლესია ძალიან პრაგმატულია.
(კითხვა):რა ჰალუცინაციებზე საუბრობთ?

(პასუხი): იმას რასაც ხანდახან აქ ხედავენ. მაგალითად ამბობენ: „აი სანთლები მისით აინთო“, მაგრამ სინამდვილეში სანთლები მისით არ ანთებულა.

(კითხვა): იმაზე რას იტყვით, რომ ცეცხლი არ წვავს?

(პასუხი): ძალიან კარგად წვავს და იმაზე მეტადაც ვიდრე სხვა ცეცხლი.

(კითხვა): ესე იგი დაუწველობა არარეალურია?

(პასუხი): დიახ, რადგანაც ამ დროს ყველა გაოფლიანებული ვართ და სახეზე ჩქარა იტარებენ, მაგრამ აბა დიდი ხნით გაიჩერე სახესთან. ზეცით გადმოსული ცეცხლი ბუნებრივ ცეცხლზე მეტად უნდა წვავდეს. ეს არის ცრურწმენები.
ეს უნდა ტარდებოდეს ხალხის წინ, ან კიდევ საპატრიარქომ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება ამის შესახებ, მაგრამ ეშინიათ ხალხი არ დაბრკოლდეს, რადგან მათ ამის გაგება არ შეუძლიათ. მაინც ერთსა და იმავეს იმეორებენ. გამოვიდა ერთი წიგნი წმინდა ცეცხლის შესახებ, რომელიც ყოვლადმიუღებელია. ამის ავტორს კი არანაირი კავშირი გააჩნია რეალობასთან. იპოვა რაღაც რუსული წყაროები, რაც წარმოადგენს სრულ ცრურწმენას.

 

იერუსალიმის საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრი, მთავარეპისკოპოსი ისიდორე:

სომხების და მენესაცხებლების პატარა ტაძრის წინ გავივლით და ვდგებით წმინდა საფლავის წინ და მცველი იცდის, რათა სანთელი მოაშორის კარებიდან, რომლითაც დაბეჭდილია კუვუკლია.

მთავარეპისკოპოსი ისიდორე კანდელით ხელში, საიდანაც ინთება პატრიარქის მიერ წმინდა ცეცხლი.

ჟურნალისტი: რამდენი ხანი ჩერდებით შიგნით (წმინდა საფლავთან)?

მთავარეპისკოპოსი ისიდორე: შიგნით ვდებ კანდელს და მაქსიმუმ ერთი წუთი.

ჟურნალისტი: ერთი წუთი.

მთავარეპისკოპოსი ისიდორე: დიახ.

ჟურნალისტი: და? დადებთ კანდელს და რას აკეთებთ?

მთავარეპისკოპოსი ისიდორე: (იცინის)… კამერაში ვთქვათ? (კვლავ იცინის).

ჟურნალისტი: მარტში, როდესაც საფლავის ერთ-ერთი მცველი (ბერი) სომეხ ეპისკოპოსს საუბარში ჩაეჩარა, სადაც ის ამბობდა, რომ პატრიარქი კანდლიდან ანთებს სანთლებს, რომელსაც, რა თქმა უნდა, საკუთარი თვალით უნახავს ეს. მაშინ ეს მცველი დიდი შემართებით ჩაერია საუბარში და ამტკიცებდა, რომ ეს არის სასწაული და სომეხი ეპისკოპოსი ცრუობდა. ეს (მცველი) ასე რატომ მოიქცა, არ იცის?

მთავარეპისკოპოსი ისიდორე: ალბათ არ იცის.

ჟურნალისტი: არ იცის თუ?

მთავარეპისკოპოსი ისიდორე: ახალი მცველია.

ჟურნალისტი: ესე იგი მიგაჩნიათ, რომ მან არ იცის, რადგან ამას მნიშვნელობა აქვს მან წინააღმდეგობა ცოდნით, თუ უცოდინრობით გაუწია?

მთავარეპისკოპოსი ისიდორე: უცოდინრობიდან.

 

https://youtu.be/w4yaN00iPKE

banner
წინა სტატიაშიგიგლა ბარამიძე: „ქართულ ოცნებას“ გახარიაზე მეტად სააკაშვილის არსებობა სჭირდება“
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – შენარჩუნდება პენსიის ივლისიდან ზრდა 30 ლარით, 70 წელს გადაცილებულთათვის კიდევ უფრო მეტით, გარდა ამისა, პენსიონერებს, რომლებიც მოხვდებიან სოციალურ ჯგუფებში, რომლებიც აღვნიშნეთ, შეეხებათ ყველა განსაზღვრული დახმარება