იერუსალიმელი ტერორისტის ვინაობა დადგინდა

მამაკაცი, რომელმაც დღეს იერუსალიმში ხალხს სატვირთოთი გადაუარა, ყოფილი პატიმარი ფადი ალ-კანაბირია – Ynetnews-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიმდინარე მომენტისთვის მომხდარზე არც ერთ ორგანიზაციას აუღია პასუხისმგებლობა, თუმცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინიამუნ ნეთანიახუმ განაცხადა, რომ ყველაფერი მოწმობს იმაზე, რომ ტერორისტი ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწოფოს” მომხრე იყო.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, სამი ქალი და ერთი მამაკაცი, 20-დან 30 წლამდე. ასევე, 15-მდე პირი დაშავდა. პოლიციამ დაადასტურა, რომ მამაკაცი, რომელიც სატვირთოს მართავდა, ლიკვიდირებულია.

banner
წინა სტატიაში“სუს-ის უფროსის სახლი გაქურდეს”
შემდეგი სტატიაირანის ყოფილი პრეზიდენტი რაფსანჯანი საავადმყოფოში გარდაიცვალა