ირანის ყოფილი პრეზიდენტი რაფსანჯანი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანის ყოფილი პრეზიდენტი რაფსანჯანი საავადმყოფოში გარდაიცვალა – ადგილობრივი სააგენტო FARS-ი ავრცელებს.
ის 8 იანვარს დილით გულის შეტევის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რაფსანჯანი 1934 წელს დაიბადა. ისლამურ რევოლუციამდე პოლიტიკოსი ანტისამთავრობო მოღვაწეობისთვის ხუთჯერ იჯდა ციხეში. შემდეგ გარდამავალი მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო. 1989 წელს რაფსანჯანი პრეზიდენტად აირჩიეს და პოსტზე ორი ვადა იმსახურა.

banner
წინა სტატიაშიიერუსალიმელი ტერორისტის ვინაობა დადგინდა
შემდეგი სტატიაებრაელმა დიპლომატმა ბორის ჯონსონს “იდიოტი” უწოდა და მისი მოადგილის “ჩამოშორება” გადაწყვიტა