“სუს-ის უფროსის სახლი გაქურდეს”

Crime Scene

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის სახლი გაქურდეს. ასმი შესახებ ინფორმაციას, გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რდეაქტორი ავრცელებს. “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ელისო კილაძე წერს, რომ მომხდარს სამართალდამცავი ორგანოები მალავენ.

კილაძის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.

“ასეც ვიცოდი… სუსის უფროსის სახლის გაქურდვის ამბავს საგულდაგულოდ მალავენ-მეზობლები გააფრთხილეს ,ჩემი სტატუსის მერე ერთ საათში მისულ ტელევიზიებს მხოლოდ პატრულის ორი ეკიპაჟი დახვდათ და არავინ არ მისცათ კომენტარი. ახლა სხვადასხვა საშუალებებით არკვევენ რა დეტალები ვიცი მე.ერთი ვერსიით,უნდათ თქვან რომ იქვე ახლოს ბანკომატი გაქურდეს ! სტატისტიკა არ გაგიფუჭდეთ და მუნდირის ღირსება რა მოსატანია !,”-წერს ელისო კილაძე.

“თაიმერი” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს.

banner
წინა სტატიაშიჟორჟოლიანი: მელიას გადაყენება იქნება დასტური “პოლიტიკისა” ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია და დავსჯით, ზუსტად ეს მეზიზღება იმ 9 წლიდან
შემდეგი სტატიაიერუსალიმელი ტერორისტის ვინაობა დადგინდა