რატი იონათამიშვილმა წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვაზე – თუკი ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, ეს პიროვნებაა – ნებისმიერი სახის პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია

თუკი ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, ეს პიროვნებაა – ნებისმიერი სახის პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

იონათამიშვილის თქმით, ადგილი აქვს ამ ფაქტით პოლიტიკულ სპეკულირებას, მომხდარის მიზეზებს კი გამოძიება დაადგენს.

“იმ პარტიის მხრიდან, ვინც პოლიტიკური სპეკულაციებით არის სახელგანთქმული, არაფერი გვიკვირს. ასე გააგრძელონ – სპეკულაციებით სადამდე მიიყვანეს საკუთარი პარტია, ამას ჩვენი საზოგადოება და მათივე ამომრჩეველი ძალიან კარგად ხედავს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტები ვიზისთვის და შენგენის ზონის საზღვრების გადასაკვეთად არ იყოს მიღებული
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – სპეკულაციებს ვხედავთ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ – რუსეთს გარკვევით შევატყობინეთ, რომ ამას მათთვის მძიმე შედეგები მოჰყვება