იენს სტოლტენბერგი – ნატო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს

ნატო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის ძალიან წარმატებული. ის გვაახლოვებს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ხედვის რეალიზებისკენ. ნატო-ს გაფართოება ხელს უწყობს რეფორმებს, აძლიერებს კოლექტიურ უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს სტაბილურობას, რომელიც კეთილდღეობის საფუძველია. ჩვენ ვატარებთ გაფართოების პოლიტიკას ისეთნაირად, რომ სუვერენულმა სახელმწიფოებმა შეძლონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკუთარი მექანიზმების შექმნა.
ნატო-ს კარები ღიაა და დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს. ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, მაკედონია ასევე აღწევენ პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.
ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით ამ ქვეყნების მისწრაფებების წევრობის გზაზე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეიძლება, რომ დავეხმაროთ მათი მიზნების მიღწევაში და შევაფასებთ ყველა ამ კანდიდატ ქვეყანას შესაბამისად.
ჩვენ მოვუწოდებთ მათ, გააგრძელონ რეფორმების გზა.
დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, თუ რა შედეგები მოაქვს ინტენსიურ მუშაობას რეფორმების გზაზე”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – თურქეთის უსაფრთხოება ნატო-ს პრიორიტეტია
შემდეგი სტატია13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული კომპანია თბილისის მერიისგან იაფ სესხს მიიღებს