13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული კომპანია თბილისის მერიისგან იაფ სესხს მიიღებს

კომპანია “კოლორადო გრუპისთვის” 250 000 ლარის იაფი სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით, თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

“კოლორადო გრუპი” თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული “მეწარმეობის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. კომპანია სესხს წლიურ 3%-ად, 84 თვის ვადით მიიღებს.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი ბიზნესპროექტი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული “კოლორადო გრუპის” საქმიანობის აღდგენას ითვალისწინებს.

“კოლორადო გრუპის” ძირითად საქმიანობას სარეკლამო და პოლიგრაფიული მომსახურება წარმოადგენს. სტიქიის პერიოდში ორგანიზაციას სრულიად გაუნადგურდა ძირითადი და საბრუნავი საშუალებები. სესხის მიღების შემდეგ კომპანია გეგმავს დანადგარების შეძენას და ახალ საწარმოო ფართში გადასვლას.

იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტი, რომელიც მეწარმეებს სესხის 6%-ად აღების საშუალებას აძლევს, თბილისის მერიის პროგრამის “მეწარმეობის მხარდაჭერა” ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში პროექტში ცვლილება შევიდა და სესხით სარგებლობა სტიქიური მოვლენის/სტიქიური უბედურების, ასევე ხანძრის ან შენობა-ნაგებობის დაზიანების/დანგრევის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს წლიური 6%-ის ნაცვლად 3%-ად შეუძლიათ. “კოლორადო გრუპი” სტიქიით დაზარალებული პირველი კომპანიაა, რომელიც სესხს განახლებული, შეღავათიანი პირობებით მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – ნატო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს
შემდეგი სტატიათბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება