იენს სტოლტენბერგი: ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში რეფორმების მასშტაბებმა, მოძრაობის ტემპმა

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი, ალიანსის 28 წევრისა და მონტენეგროს შემადგენლობით, მკაფიო გზავნილია, რომ ნატო-სა და საქართველოს შორის კავშირები ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვს ნატო-ს ოპერაციებში.

„ჩვენ ვნახეთ ეს ავღანეთში, სადაც საქართველო დგას ნატო-ს გვერდით მრავალი წლის განმავლობაში. მადლობელი ვარ ამ წვლილისთვის. ვაფასებთ იმ მხვერპლს, რომელიც საქართველოს ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახებმა გაიღეს, ასევე იმ წვლილს, რომელიც შეგაქვთ საერთაშორისო და ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“,-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, საქართველო აგრძელებს ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებს.

„ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა ამ რეფორმების მასშტაბებმა, მოძრაობის ტემპმა. ეს რეფორმები არის განსკაუთრებით მნიშვნელოვანი თავად საქართველსოთვის, თუმცა ასევე ამზადებს საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის. ამას დრო და მოთმინება სჭირდება. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე, ნატო-საქრთველოს კომისიის მუშაობისა და ყოვლისმომცველი პაკტის განხორციელებით. ნატო-ს ექსერტები საქართველოში მუშაობენ თქვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, ატარებენ კონსულტაციებს კიბერუსაფრთხოების, სამხედრო დაგეგმარების მიმართულებით. ჩვენ გავზარდეთ ერთობლივი წვრთნების რაოდნეობა საქართველოს, ნატო-სა და სხვა პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მონაწილეობით. გასულ წელს ჩვენ ერთად გავხსენით წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რაც არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი პარქტიკული მხარადაჭერისა და თანამშრომლობის გაფართოების. დღეს არის მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში. ეს არის დიდი სარგებელი, როგორც საქრთველოსთვის, ისე ნატო-სთვის. როგორც ასპირანტმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა იმუშავოს, რომ დააკმაყოფილოს ნატო-ში გასაწევრიანებლად დემოკრატიული სტანდარტები და აქ მიღწეული მდგრადი პროგრესი წლების განმავლობაში. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ მომავალი არჩევნები დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს, რადგან ჩვენ ვართ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება. ნატო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დემოკრატიას, კანონის უზენასობისა და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებს. დაბოლოს, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობაზე დაკვირვებას. ვითარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არ უმჯობესდება. ვარშავის სამიტზე ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ბრიუსელის სამიტზე ჩვენ ისევე წარმატებით წარვსდგებით, როგორც ვარშავის სამიტზე
შემდეგი სტატიაცესკო-ში არჩევნებში მონაწილე 16 პარტიის სიებია წარდგენილი