გიორგი მარგველაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ბრიუსელის სამიტზე ჩვენ ისევე წარმატებით წარვსდგებით, როგორც ვარშავის სამიტზე

გიორგი მარგველაშვილი

დარწმუნებული ვარ, რომ ბრიუსელის სამიტზე ჩვენ ისევე წარმატებით წარვსდგებით, როგორც ვარშავის სამიტზე იყო, სერიოზულად ათვისებული პროგრამებით და პროექტებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ვარშავის სამიტმა ჩვენ მოგვცა ვალდებულებები, რომლითაც ჩვენ უნდა გავაღრმავოთ როგორც ჩვენი თავდაცვისუნარიოანობის შესაძლებლობები, ასევე მივუახლოვდეთ ნატო-ს სტანდარტებს. ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ ნათელყო რამდენად რეალურია ეს შესაძლებლობები. არაერთი ქვეყანა კონკრეტულ პასუხისმგებლობას იღებს და კონკრეტულ ვალდებულებებს იღებს ჩვენთვის დახმარების თვალსაზრისით, ესენი არიან ქვეყნები ნატო-ს მთელი შემადგენლობიდან, რომლებიც საუბრობენ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და ჩვენი თავდაცვის რეფორმების კონკრეტულ მხარდაჭერაზე და ნება მომეცით კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მათ“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ეს იქნება ახალი გზა აღმოსავლეთისა და დასავლეთის სავაჭრო ურთიერთოების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

„შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო არის რეალური გასასვლელი, როგორც აზიიდან ევროპაში ასევე პირიქით. ეს არის ის პროექტები, რომლებიც აძლევს შესაძლებლობას კასპიის ზღვის რესურსებს აღმოსავლეთის ქვეყნები დაუკავშირდნენ ევროპის ბაზრებს, როგორც ტვირთების, ასევე ენერგო მატარებლების თვალსაზრისით და პირიქით, ევროპულ ბაზრებს უხსნიან აზიას. მსჯელობა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთის უსაფრთხოების თაობაზე არის სამუშაო, რომელშიც ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთვებით და ეს დარწმუნებული ვარ მეტ შესაძლებლობას, უსაფრთხოებას და მშვიდობას შექმნის რეგიონში“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკელების” პირველი ათეული ცნობილია
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში რეფორმების მასშტაბებმა, მოძრაობის ტემპმა