იაპონიის სასამართლომ აშშ-ს ოკინავაზე ახალი ბაზის მშენებლობის ნება დართო

იაპონიის უმაღლესმა სასამართლომ აშშ-ს უფლება დართო ამერიკული ბაზის ოკინავაზე გადატანის მიზნით მშენებლობები დაიწყოს. ამით ადგილობრივების მოთხოვნა, ამერიკელი სამხედროები გაყვანილ იქნენ კუნძულიდან, არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს ოკინავას პრეფექტურის გუბერნატორმა ტაკესი ონაგამ მიმართა, რომლიც ბაზის იაპონიის რომელიმე სხვა რეგიონში გადატანას ითხოვდა.
კუნძულზე ამერიკული სამხედროების გაყვანის მოთხოვნით პროტესტი რეგულარულად 1995 წლიდან ტარდება, მაშინ ამერიკელმა სამხედროებმა 12 წლის გოგონა გააუპატიურეს. მიმდინარე წელს პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც ამერიკელმა სამხედრო მომსამსახურემ ჯერ გააუპატიურა 20 წლის ახალგაზრდა ქალი, შემდეგ კი მოკლა.
ამერიკელები ოკინავაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში თოვლის საფარი ნახევ მეტრს აღწევს
შემდეგი სტატიაჩინეთმა აშშ-ს გატაცებული დრონი დაუბრუნა