იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა უკრაინაში ჩავიდა, – ინფორმაციას გამოცემა Kyodo News-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, იაპონიის პრემიერი, ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა გამოხატავს უკრაინის მიმართ იაპონიის სოლიდარობასა და ურყევ მხარდაჭერას და ასევე, პატივისცემას უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და შეუპოვრობის მიმართ, რომელიც დგას საკუთარი სამშობლოს დასაცავად.

უკრაინაში ჩასვლამდე ფუმიო კიშიდა ინდოეთში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდა. იაპონიის საგარეო უწყების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ხვალ პოლონეთს ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ,,ვაგნერის” ოსი მეთაური მოკლეს
შემდეგი სტატია„ევროპულმა საქართველომ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა გამართულ კონფერენციაზე კრიზისიდან გამოსვლის თავიანთი ხედვა წარადგინეს“