„ევროპულმა საქართველომ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა გამართულ კონფერენციაზე კრიზისიდან გამოსვლის თავიანთი ხედვა წარადგინეს“

როგორ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი” – ევროპული საქართველოს ლიდერებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა არსებული კრიზისისა და ამ კრიზისიდან გამოსავლის გზებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა წარმოადგინეს.

რედისონ ბლუ ივერიაში მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, NGO- სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე გაიმართა პროექტის – ევროპული არჩევანის მცველი- პრეზენტაცია და ასევე, მოკლემეტრაჟიანი ფილმის – ქართული, თუ რუსული ოცნება?- ჩვენება.

როგორ გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ამ პროტესტისას არაფერი შეცვლილა, არ გვინახავს არაფერი განსხვავებული, ჩვენ ვნახეთ სამოქალაქო საზოგადოების, ენჯეოების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო, ცალსახა და ერთიანი გზავნილი.

მისი თქმით, ამ გზავნილში არ იყო საუბარი დიალოგზე და ყველას პასუხისმგებლობაზე, გზავნილი იყო მარტივი – ეს კანონი და ჩვენი ევროპული, პროდასავლური მომავალი არის შეუთავსებელი.

„სწორედ საზოგადოების იმ ნაწილში დავინახეთ რღვევა, რომლებიც აქამდე ეგუებოდა თან პროდასავლურ მომავალს და თან ქართულ ოცნებას. ჩვენ დავინახეთ ცნობილი და უცნობი ადამიანები, რომლებიც აქამდე არ თვლიდნენ საგანგაშოდ ამას, ეს დაინახა რეჟიმმა.

მაგრამ, ერთი უკიდურესობა, სკეფსისი და დეპრესია გადაიქცევა ხოლმე ეიფორიაში და ჩვენ დღეს ვართ საფრთხის წინაშე, რომ იგივე მახეში აღმოვჩნდეთ. მე უკვე მოვისმინე ბევრი კარგი ადამიანისგან, რომ თუ ჩვენ შევძელით ამ კანონზე ასეთი ძალის დემონსტრირება, ჩვენ ვაიძულებთ რეჟიმს, რომ გაატაროს ის ცვლილები, რომლებიც საჭიროა დასავლეთში ინტეგრაციისთვის. ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა. პროტესტით შეიძლება შეამცირო ზარალი დეპრესიული და ავტორიტარული პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის, მაგრამ შეუძლებელია ბუნების გარდაქმნა, თუ ჩვენ დღეს კვლავ ვერ შევძლებთ, რომ მთელი ეს ფართო კოალიცია იყოს ერთიანი ამ თანმიმდევრულ, მარტივ სიმართლეში, რომ მარტო ეს კანონი კი არა, ესეთ რეჟიმი და ჩვენი პროევროპული მომავალი არის შეუთავსებელი, არანაირი გვერდის ავლის გზები არ არსებობს.

რა გვანახა ამ პროტესტმა? გარდა იმისა, რომ გვაქვს საფუძველი ვიყოთ ევროპული ქვეყანა, გვანახა ის, რომ სხვადასხვა პარტიებს არ აქვთ ლეგიტიმაცია ოპოზიციური ამომრჩევლისაც კი, იმ ხალხის, ვინც იყო შეკრებილი რუსთაველზე. ბევრი პარტია ვიმსახურებთ, სხვადასხვა დოზით, ამ ‘საყვედურს’, მაგრამ საკითხის ასე დასმა რომ მოდის ახალი თაობა [მოდის, რაც კარგია] და ეს პოლიტიკური პარტიები არის ცუდი – სახიფათოა, ვინაიდან ცვლილების მისაღწევად საჭიროა ამ ენერგიის ქცევა საარჩევნო პოლიტიკური მხარდაჭერის ენერგიად“ – ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა

„ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, პროექტი, რასაც ევროპული საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად იწყებს, არის ერთ -ერთი მათგანი იმათგანი, რომლითაც ორგანიზატორები ხალხთან არსებული უფსკრულის ამოვსებას აპირებენ

„პირველ რიგში ეს არის შინაარსი. ჩვენ გვაქვს ემოციური შინაარსი, რომ ქართველები ევროპელები ვართ და როდესაც ბიძინა ივანიშვილი ევროპულ მომავალს გვართმევს, ქართულ იდენტობას გვართმევს. მეორე, ამ შინაარსის გარდა არის როგორ მიდიხარ აქამდე, როგორ ხდები ევროპელი. ამას ჭირდება რეფორმები, სჭირდება თანამშრომლობა, აქტივისტების ჩართულობა. ჩვენ ვცდილობთ, რომ შინაარსი ვაქციოთ ცენტრად, მზედ და მის გარშემო დავაჯგუფოთ უკვე ყველა, ვინც ამ შინაარსს იზიარებს და ეს არის პარტიების დედემონიზაციის გზაც. ადამინებმა უნდა აღიქვან, რომ პოლიტიკური პარტია არაფერი არ არის გარდა ინსტრუმენტისა, რომ შენი პოლიტიკური შინაარსი განახორციელებინო პარტიას და დაკვეთა მისცე მას“ – თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა

banner
წინა სტატიაშიიაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა
შემდეგი სტატიამდგომარეობა კატასტროფულია, კიდე დაუკლია და 62 კილოა – ალასანია