იაპონიის დაზვერვა: რუსეთმა უკრაინის ომში 20-ზე მეტი გენერალი დაკარგა

რუსეთმა უკრაინის ომში 20-ზე მეტი გენერალი დაკარგა,-ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის დაზვერვაზე დაყრდნობით Nikkei ავრცელებს.
იაპონიის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი კიოფუმი ივატა გამოცემასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
გენერლების ადგილმდებარეობს დადგენა უკრაინამ მათი მობილური ტელეფონების სიგნალების გამოყენებით შეძლო, განსაკუთრებით ომის პირველ ეტაპზე დახურული საკომუნიკაციო არხების არაეფექტურობის ფონზე, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა კავშირისთვის ძირითადად მობილურ ტელეფონებს იყენებდა.
ცუდი კავშირის ფონზე რუსეთი იძულებული იყო მეთაურები პირდაპირ ბრძოლის ველზე გაეგზავნა, რამაც მათ დამატებითი საფრთხე შეუქმნა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩხეიძე: “ოპოზიციის ნაწილი, მხარს უჭერს პუტინს სააკაშვილის დევნაში”
შემდეგი სტატიარუსეთუმე ორბანმა ზელენსკისთან ფოტო გადაიღო