ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ხელისუფლების მხრიდან ძალადობასა და დაშინების მცდელობებს გამოეხმაურა.
როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, ივანიშვილი არის რუსული მონსტრი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთს უპირისპირებს.
მისივე თქმით, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთს აგინებინებს და ერთმანეთის ცემას უკვეთავს.
„საქართველოს არასდროს არ ჰყოლია ხელისუფლება, რომლისგანაც ძალადობა ან თავგასულობა გვიკვირს, მაგრამ რასაც ივანიშვილი აკეთებს, კომუნისტების შემდეგ არავის არ ჩაუდენია საერთოდ.
დროა, ივანიშვილის გარემოცვამ პირველ რიგში, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, ვისაც ომისა და ძალადობის გეშინიათ, გააცნობიეროთ, რომ ეს კაცი გაგიჟდა და იზოლაციაში დატოვოთ საკუთარ სიგიჟესთან და მარიონეტების თეატრთან.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რასაც ის აკეთებს, ქვეყნის პირდაპირი ბიძგებაა დაპირისპირებისკენ. ეს ყველაფერი, როგორ უნდა გაატაროს ქართველმა, როდესაც ხედავს, რომ რეჟიმი ადამიანებს არეკინებს სხვა ადამიანებთან საგინებლად. ომის პარტიის სხვებისთვის ძახილში აქამდე მოვიდნენ, რომ ძალადობას, დაპირისპირებას, სიძულვილსა და შუღლს თავად თესენ“ – თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა