იაპონიამ კურილის კუნძულებზე ყაზარმების მშენებლობა გააპროტესტა

იაპონიის მთავრობამ პროტესტი გამოთქვა კურილის კუნძულებზე რუსი სამხედროებისათვის ყაზარმების მშენებლობის გამო. მოსკოვს ამის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს – 19 დეკემბერს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, კუნძულებზე იტურუპსა და კუნაშირი რამდენიმე დღეში მოხდება რუსი სამხედროების ჩასახლება. გარდა ამისა, მომავალ წელს დაგეგმილია სამი საერთო საცხოვრებლის აშენება და დასახლება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის დღემდე არ არის სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი. ეს დაკავშირებულია კურილის სამხრეთ კუნძულებთან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოთხი კუნძული რუსებმა მიისაკუთრეს, იაპონია კი მის დაბრუნებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მოხსენება გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისი პლატფორმის შექმნა და პრაქტიკის გაზიარება – მემორანდუმი საქართველოსა და მოლდოვას შორის