იაპონია რუკებიდან სვასტიკას ამოღებას აპირებს

იაპონია რუკებიდან სვასტიკას ამოღებას აპირებს

იაპონია, ოლიმპიადის მისადგომებისთვის, რუკებიდან სვასტიკას ამოღებას აპირებს – ამის შესახებ The South China Morning Post-ი წერს.
მიმდინარე მომენტისთვის სვასტიკა, რომელიც საათის ისრის საპირისპიროდ არის მიმართული, ტრადიციულად, ბუდისტურ ტაძრებს აღნიშნავს, თუმცა, ქვეყნის კარტოგრაფიული უწყება თვლის, რომ 2020 წლის ოლიმიადისთვის, რომელიც იაპონიაში ტარდება, სიმბოლო ამოღებული უნდა იყოს, რომ ვიზიტორების და ტურისტების უკმაყოფილება არ დაიმსახუროს.

სვასტიკა უძველესი სიმბოლოა, და ის დახრილი კუთხეებით ჯვარს ნიშნავს. ბუდიზმში სვასტიკას, რომელიც საათის ისრის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, მანძი ქვია და სრულყოფილების სიმბოლოდ ითვლება. იმის გამო, რომ მესამე რეიხის დროს სვასტიკას სიმბოლო ფართოდ გამოიყენებოდა, დღეს ის ნაცისტურ იდეოლოგიასთან ასოცირდება.

banner
წინა სტატიაშიკადიროვმა პირობა დადო, რომ ზაკაევის ოჯახს დევნას არ დაუწყებს
შემდეგი სტატიაჯონი დეფი მოყვა როგორ დასცინოდა ახალგაზრდა დი კაპრიოს