იანვარ-ივლისის პერიოდში ქვეყანაში 3 400 335 ვიზიტი განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა გასული თვის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 წლის ივლისის თვე 764 022 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3,5 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-ივლისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 400 335 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ივლისში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 1 401 914 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,5%);

ბ) ტრანზიტი – 672 317 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,8%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,6%);

გ) სხვა – 1 326 104 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,3%).

სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის ივლისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+4,4%), სომხეთიდან (-7,4%), თურქეთიდან (-7,9%), რუსეთიდან (-2,7%) და უკრაინიდან (+18,4%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, ლიტვა და საფრანგეთი (შესაბამისად 25%, 16%, 7% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (35%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (30%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (69%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები 33%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 8%-იანი ზრდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ვიზიტორების დაბალი პროცენტით მატება განპირობებულია სსკგ „ყაზბეგი“-ს დროებითი შეფერხებით.

banner
წინა სტატიაშიწალკაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
შემდეგი სტატიადავით უსუფშვილი : გავითვალისწინე კვირიკაშვილის რჩევა ემოციების თაობაზე