დავით უსუფშვილი : გავითვალისწინე კვირიკაშვილის რჩევა ემოციების თაობაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის კვლავ რჩება აზრზე, რომ თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნა, არასწორი ნაბიჯია.

უსუფაშვილის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ “რესპუბლიკური პარტიის” და “ქართული ოცნების” მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს არ დაემთხვა.

“გასაკვირი არ არის რომ არ დაემთხვა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს. გავითვალისწინე ბატონი გიორგი კვირიკაშვილის რჩევა ემოციების დაოკების თაობაზე. ძალიან მშვიდი დილა მქონდა, შემდეგ ვესტუმრე პატრიარქს, მივულოცე ილიაობა, კიდევ უფრო დავმშვიდდი, მაგრამ აზრი არ შემიცვლია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნას არასწორ გადაწყვეტილებად აფასებენ.

banner
წინა სტატიაშიიანვარ-ივლისის პერიოდში ქვეყანაში 3 400 335 ვიზიტი განხორციელდა
შემდეგი სტატიათბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ირაკლი ხუცურაული დაინიშნა