იანოშ ჰერმანმა დღვანდელ დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დღვანდელ დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯით ახლოსაა.

ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

„ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ახლოს ვართ საბოლოო გადაწყვეტილებასთან; ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ჩვენ მართლაც ბოლო ეტაპებს ვუახლოვდებით. ჩვენ გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისათვის და ნება მომეცით გულითადათ მივულოცოთ საქართველოს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დღეს.

ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი და მოგვიანებით უვიზო მიმოსვლის პროცედურების დასასრული, კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს, და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვაგრძოთ საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან. ეს არის ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ბეჯითად მუშაობდა მრავალი ადამიანი, რომ ის რეალობად ქცეულიყო“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – ვულოცავ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რომლებსაც ეს შედეგები შეეხებათ
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს