იან კელი: ყოველთვის მნიშვნელოვანია, ენერგოპოლიტიკის კუთხით მთავრობა გამჭვირვალე იყოს

იან კელი

„ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ენერგოპოლიტიკის კუთხით მთავრობა გამჭვირვალე იყოს,”- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, იან კელიმ განაცხადა.

იან კელიმ გაპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ენერგოპოლიტიკის კუთხით მთავრობა გამჭვირვალე იყოს. ისინი საკმაოდ ღია არიან ჩვენთან, ჩვენ კი გამოვხატეთ საკუთარი პოზიცია, რომ არ უნდა გახდნენ დამოკიდებულნი ენერგიის ერთ წყაროზე და შეინარჩუნონ დივერსიფიკაცია. ჩვენ მათმა განმარტებებმა დაგვაკმაყოფილა. საქართველოს აქვს მოკლევადიანი ენერგეტიკული მარაგი და ვფიქრობ, წინდახედული ნაბიჯია პოტენციურ ენერგომომარაგებელთან საუბარი. რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, თუმცა საქართველოს მთავრობას, ვფიქრობ, ესმის ეს გამოწვევები,“- განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშინათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 42-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
შემდეგი სტატია“კუჭავას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება” – ბრალდებულის ოჯახი ალტერნატიული ექპერტიზის ჩატარებას გეგმავს