ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 42-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

მორწმუნე ადამიანი არ გაღიზიანდება და მკვლელობას არ ჩაიდენს, არც შეურაცხყოფას მიაყენებს

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 42-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე ბრძანა.

რიგით 41-ე საყოველთაო ნათლობა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ნათლული 997 ბავშვი გახდა.

ამ დროისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 25 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინიციატივით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილის ნათლია, მშობლების სურვილის შემთხვევაში, პატრიარქი ხდება.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ქირიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში ბიძინა კუჭავას მეუღლე და “საქართველოს ხმის” დირექტორი დაკითხეს
შემდეგი სტატიაიან კელი: ყოველთვის მნიშვნელოვანია, ენერგოპოლიტიკის კუთხით მთავრობა გამჭვირვალე იყოს