“კუჭავას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება” – ბრალდებულის ოჯახი ალტერნატიული ექპერტიზის ჩატარებას გეგმავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბიძინა კუჭავას ოჯახი გამოძიების პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვენ.

როგორც ბრალდებულის ნათესავმა გიორგი ჯიქიამ განაცხადა, ოჯახი გამოძიებას არ ენდობა.

ისინი ასევე გამორიცხავენ ბიძინა კუჭავას კავშირს სხვა გახმაურებეულ საქმეებთან.

„ველოდებით კერძო ექსპერტს, რომელიც უკეთესაც გამოიკვლევს ყველაფერს, რადგან გარკვეული დაზიანებები აღენიშნება, რომელიც კითხვებს ბადებს. თვითმკვლელობს გამოვრიცხავთ, ასევე გამოვრიცხავთ ქირიას მკვლელობას კუჭავას ხელით“, – ამბობს ჯიქია.

პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი შაბათს საღამოს იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც გუშინ დილით თავი მოიკლა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ყოველთვის მნიშვნელოვანია, ენერგოპოლიტიკის კუთხით მთავრობა გამჭვირვალე იყოს
შემდეგი სტატიანუცუბიძის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა