იან კელი იმედოვნებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს

იან კელი

აშშ-ის ელჩი იან კელი იმედოვნებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში შევლენ. მისი თქმით, დემოკრატიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი მრავალპარტიული და პლურალისტული დემოკრატიაა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქარათველოს. დემოკრატიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მრავალპარტიული, პლურალისტული დემოკრატია. ვფიქრობ, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძაობას” აქვს კარგი კამპანია. ისინი ამ კამპანიით ამაყები უნდა იყვნენ და მე მათგან ველოდები, რომ ამ ვითარებას მიუდგებიან მშვიდობიანი კუთხით. როდესაც დრო მოვა, დაიკავებენ მოპოვებულ მადანტებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ჩართულები ვართ კამპანიაში და იმედი გვაქვს, რომ ისინი მოიქცევიან ისევე პროფესიონალურად, როგორც პირველ რაუნდში მოიქცნენ”, – განაცხადა იან კელი.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: დავით თარხან-მოურავმა აჭარის უმაღლეს საბჭოში თავისი ადგილი ზაზა ოქუაშვილს დაუთმო
შემდეგი სტატია“ხალხს ახალი პოლიტიკური ძალის დანახვა სურდა, ამან განაპირობა „პატრიოტთა ალიანსის“ დაწინაურება”