ექსკლუზივი: დავით თარხან-მოურავმა აჭარის უმაღლეს საბჭოში თავისი ადგილი ზაზა ოქუაშვილს დაუთმო

tarxanმიუხედავად იმისა, რომ „საქრთველოს პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარის უმაღესი საბჭოს არჩევნებში ბარიერი გადალახა და ავტონომიური რესპუბიკის, ასე ვთქვათ, პარლამენტში ამ პარტიის სიის პირველი ნომერი, დავით თარხან-მოურავი უნდა შესულიყო, „თაიმერისთვის„ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ მან აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი თქვა და თავისი ადგილი სიის მეორე ნომერს დაუთმო.
ზოგადად, „პატრიოტებმა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ ერთი მანდატი მოიპოვეს, საქართველოს პარლამენტში კი, 6-კაციანი ფრაქციის შექმნას მოახერხებენ.
სიის მეორე ნომერი კი, არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილია, რომელიც ამავდროულად, ტელეკომპანია „იბერიასაც“ ფლობს.
„თაიმერი“ აქვე, შეგახსენებთ, რომ ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძე „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მესამე ნომერია, ანუ იმ შემთხვევაში, თუ „პატრიოტები“ 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ, ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდება, მისი მეუღლე კი, აჭარის ავტონომოური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება.

banner
წინა სტატიაში“არის ჩაყრილი ცარიელი კონვერტები, ბიულეტინები” – ბურჯანაძის პარტია არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს აყენებს
შემდეგი სტატიაიან კელი იმედოვნებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს