იან კელი : ,,ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება,რომ ახმედ ჩატაევი სტამბოლის ტერაქტების ორგანიზატორია”

იან კელი

ახმედ ჩატაევის საკითხზე კომენტარს აკეთებს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი.

იან კელის განცხადებით, ამერიკულ მხარეს არ აქვს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ჩატაევი სტამბოლის ტერაქტების ორგანიზატორია. ინფრომაცია ამის შესახებ კი თავად დიპლომატმა მედიით შეიტყო. რაც შეეხება ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას, ელჩის განცხადებით ამ მიმართულებით შეერთებულ შტატებს და საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვთ.

„ჩვენ არ გვაქვს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ფანტასტიური და სამუშაო ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც იბრძვის ტერიტორიზმის წინააღმდეგ, მათ შორის აუცილებლად უნდა მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და გაცვლა. ეს ფაქტი მოხდა 4 წლის წინ და მე არ შემიძლია ახლა შევაფასო ის, თუ რის საფუძველზე მოხდა ჩატაევის გამოშვება“, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიEPP-ს წევრებისთვის “ქართული ოცნების” განცხადება გიგი წერეთელთან დაკავშირებით გაუგებარია
შემდეგი სტატიასარკოზი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობის მისაღებად