EPP-ს წევრებისთვის “ქართული ოცნების” განცხადება გიგი წერეთელთან დაკავშირებით გაუგებარია

“ევროპის სახალხო პარტიის” წევრები “ქართული ოცნების” იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის არჩევას მხარს არ დაუჭერს. EPP- ისთვის “ქართული ოცნების” განმარტებები გაუგებარია. განცხადებები ევროპელმა პოლიტიკოსებმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.

შვედეთის პარლამენტის წევრი კრისტიან ჰოლმ ბარფელდი ამბობს, რომ ის არაერთ არჩევნებს დასწრებია და მოუხდენია მისი მონიტორინგი თუმცა ყოველთვის დემოკრატიული სტანდარტებით ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის თანამდებობაზე გიგი წერეთლის კანდიდატურას, ბარგელდი მას მხარს უჭერს.

“ბევრ არჩევნებზე ვყოფილვარ დამკვირვებელი, მე პოლიტიკურ პარტიას წარმოავდგენ, მაგრამ როდესაც საარჩევნო პროცესს ვაკვირდები, ყოველთვის დემოკრატიული, საერთაშორისო სტანდარტებით ვხელმძღვანელობ,”-განაცხადა კრისტიან ჰოლმ ბარფელდიმ.

banner
წინა სტატიაშიბაღდადში ტერაქტს 80 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაიან კელი : ,,ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება,რომ ახმედ ჩატაევი სტამბოლის ტერაქტების ორგანიზატორია”