იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა დასრულდა

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის სასამართლო პროცესზე, ოქროს მოწმის დაკითხვა დასრულებულია – ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, დაკითხვის დეტალებზე, ჟურნალისტებთან არ საუბრობს. მისი ადვოკატი კი აცახდებს მან ყველფერი სასამართლო პროცესზე აღწერა, ბრალდებულბის უფლებადმაცველები, ე.წ ოქროს მოწმეს, სიცრუეში ადანაშაულებენ და აცხდებენ, რომ იაკობ ბრაგვაძემ გამოძიების პროცეში ჩვენება 5 ჯერ შეცვალა.

“კონკრეტული პირების ამოცნობას ადგილი არ ჰქონია, მან იცის მხოლოდ იმ ადამაინების ჩაცმულობა და აღნაგობა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, ხოლო ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ მოქმედებებს იცის მხოლოდ აღნაგობა, მაგარამ კონკრეტულად სახელები და გვარები ეს მან არ იცის”, – თქვა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.

ბრალდებულების უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს იყო ფაქტობრივად პირველი შემთხვევა, როცა იაკობ ბრეგვაძემ თქვა სიმართლე და დაადასტურა, რომ ბევრი არაფერი დაუნახავს.

“ბრეგვაძემ ერთადერთხელ დღეს თქვა სიმართლე, მან განაცხადა ის, რაც იყო ფაქტი, რომ მას არაფერი დაუნახავს, ვინ, რამდნეი გადმოვიდა მანქანიდან, რა განახორციელეს, არავის ამოცნობა და ხელის დადება არ შეუძლია”, – ამბობს ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი: ელისაშვილი დიდიხანია, „ქართულ ოცნებას“ შეერწყა
შემდეგი სტატიაიმნაძე: პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც